თეგებით ძიება
18. 04. 2021 მსოფლიო

ალექსეი ნავალნის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - ლეტალური შედეგიც არ გამოირიცხება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, 44 წლის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

BBC-ის ცნობით, ექიმების განმარტებით, სისხლის ბოლო ანალიზების მიხედვით, ყოველ წუთას შეიძლება მას გაუჩერდეს გული ან თირკმლების უკმარისობა დაემართოს.

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი 18 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რადგან ზურგის მწვავე ტკივილის და ფეხის დაბუჟების სათანადო მკურნალობას ითხოვდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით გასული წლის აგვისტოში რუსეთში მოწამლეს, რის შემდეგაც ის სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ პირველად, თებერვალში რუსეთში დაბრუნებული ნავალნი სხვისი ქონების მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა