თეგებით ძიება

შეთანხმება ან ისევ კინკლაობა - გიორგი ვაშაძე "ოცნებასთან" დღევანდელ შეხვედრაზე

ან შეთანხმება, ან ისევ კინკლაობა - სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებასთან" ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას გადამწყვეტს უწოდებს.

მისი თქმით, დღეს იქნება წარმოდგენილი საბოლოო დოკუმენტი, რომელზეც მხარეებს გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

"დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი დღე მოლაპარაკებების პროცესში - ან შეთანხმება, ან ისევ კინკლაობა. მე რა თქმა უნდა ჩემ გუნდთან ერთად შეთანხმების მომხრე ვარ, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნება ისე, რომ აბსოლუტურად, ნებისმიერ საკითხზე ვთანხმდებით, ასე ვერ გამოვა.

მე ველი, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და მე ველი, რომ რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზა იქნება - როგორ, რანაირად, რა ტექნიკით, რა ტექნოლოგიებით, სწორედ შეხვედრის დროს ვიმსჯელებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდებით, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ ამ შეხვედრაზე რომ მივალთ, იქ ფართო მანევრის შესაძლებლობა აღარ იქნება, იქნება საბოლოო, გარკვეული დოკუმენტი წარმოდგენილი მედიატორების მხრიდან, რომელზეც მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება", - განაცხადა ვაშაძემ.

დღეს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა ორჯერ დაუდგენელი მიზეზით გადაიდო. ამ ეტაპისთვის ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს მხოლოდ ოპოზიცია ხვდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა