თეგებით ძიება

კარლ ჰარცელი - ველოდებით როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ გადაწყვეტილება გვამცნონ და ამ პოლიტიკურ კრიზის ჰქონდეს დასასრული

ველოდებით როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ გადაწყვეტილება გვამცნონ და ამ პოლიტიკურ კრიზის ჰქონდეს დასასრული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროკავშირის წარმომადგენლობის საელჩოში ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჰარცელის თქმით, პარტიებს შარლ მიშელის განახლებული შეთავაზების ტექსტი გადაეცათ.

"დღის პირველ ნახევარში ნახეთ რომ გაავრცელეთ ერთობივი განცხადება აშშ-ისა და ევროკავშირის. რომელიც ხაზს უსვამდა რამდენად სერიოზულია არებული სიტუაცია ჩვენთვის. ეს განცხადება აღნიშნავდა რომ პრეზიდენტი მიშელი აპირებდა ახალი წინადადების გამოქვეყნებას. ეს განცხადება უკვე გამოქვეყნებულია. ეს არის შეთავაზება, რომელსაც პრეზიდენტი მიშელი თვლის, როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადეცა ყველა პარტიას. სანამ ეს შეხვედრა მოხდებოდა, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის, რომ ეს ახალი წინადადება განეხილა. დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო. ჩვენ ველოდებით როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ გადაწყვეტილება გვამცნონ და ამ პოლიტიკურ კრიზის ჰქონდეს დასასრული", - თქვა კარლ ჰარცელმა.

ორმხრივ შეხვედრაზე მმართველი პარტია არ მისულა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა