თეგებით ძიება
19. 04. 2021 მსოფლიო

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 273 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 273 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 619 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის15 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 178 769 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა