„გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ
„გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში „უბრალოდ მისვლას და ადამიანების გაცნობას აპირებენ“.
„ორშაბათს მივალთ პარლამენტის შენობაში”- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
კითხვაზე, ორშაბათიდან იწყებენ თუ არა საპარლამენტო საქმიანობას, ვახტანგ მეგრელიშვილი პასუხობს:
“შეიძლება ასეც ითქვას, ჩვენ ისედაც ამ საქმიანობით ვიყავით დაკავებული, უბრალოდ, სხვა ფორმატში გადავდივართ. ეს ფორმა იქნება ერთადერთი სწორი ფორმა ჩვენთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ რომელიმე მხარეს ამ ბრძოლაში.
ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევდივართ, თუ შეთანხმება შედგა, შევდივართ როგორც ყველა, თუ ვერ შედგა შეთანხმება მაინც ვიქნებით ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში და დავიწყებთ ამ გეგმის მიხედვით მოქმედებას. რომელიც არის ჩვენთვის საარჩევნო კამპანიის ნაწილი,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის, „გირჩი“ პარლამენტში გარკვეული მოთხოვნების სანაცლოდ აპირებს შესვლას.