რურუა პოლიტპატიმარი არ არის, თუმცა, არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს - "ქართული ოცნება"
მმართველი პარტიის აზრით, დოკუმენტში რურუას გათავისუფლების საკითხი მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითია. როგორც ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არსებული რეალობიდან და პარტნიორების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მმართველი პარტია კრიტიკულ აზრს არ დააფიქსირებს, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს:
„ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს", - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.