თეგებით ძიება
19. 04. 2021 მსოფლიო

მიანმარში იაპონელი ჟურნალისტი დააკავეს

მიანმარში იაპონელი ჟურნალისტი იუკი კიტაძუმი დააკავეს. ის ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშუქებდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

45 წლის ჟურნალისტი საკუთარ სახლთან დააკავეს. პოლიციამ მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. იაპონიის საელჩომ ამ დრომდე ჟურნალისტის ადგილმდებარეობა ვერ დაადგინა.

კიტაძუმი იაპონიის გაზეთ Nikkeiის თანამშრომელი იყო. შემდეგ ის გამოცემის წავიდა და მას შემდეგ ფრილანსერად მუშაობს. თებერვალში ის ერთხელ უკვე დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.მიანმარში საპროტესტო აქციები დაწყების შემდეგ 737 ადამიანი დაიღუპა. 3200-ზე მეტი ამ დროისთვის ციხეში რჩება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა