თეგებით ძიება

სანდრო რაქვიაშვილი: თუ „ქართული ოცნება“ ჩვენ მიერ წარდგენილ ერთ პუნქტს მაინც დაეთანხმება...

"თუ „ქართული ოცნება“ ჩვენ მიერ წარდგენილ ერთ პუნქტში მაინც დაეთანხმება და ეს კანონი გავა კენჭისყრაზე, ჩვენ შევალთ და დავაჭერთ ღილაკს, კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას", - ამის შესახებ სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტში „გირჩის“ ორ სხვა წევრთან მისვლის შემდეგ განაცხადა.

„ნებისმიერი კანონი, რომელსაც პარლამენტში გაიტანენ და კენჭისყრაზე დააყენებენ, მას დასჭირდება უამრავი სამუშაო პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან... ესაა პროცესი, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ. თუ „ქართული ოცნება“ ჩვენ მიერ წარდგენილ ერთ პუნქტს მაინც დაეთანხმება და ეს კანონი გავა კენჭისყრაზე, ჩვენ შევალთ და დავაჭერთ ღილაკს, კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას. ჯერ უნდა შეიქმნას კანონპროექტი, გავიდეს კენჭისყრაზე და მხოლოდ მას შემდეგ ჩავერთვებით კენჭისყრაში“ - აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

„გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერეს.

12 აპრილს ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „გირჩმა“ შეიმუშავა 7 პუნქტი, რომლისგანაც ერთის სერიოზულად განხილვის შემთხვევაშიც კი, მზად არიან, პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცენ და საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა