თეგებით ძიება

იაგო ხვიჩია: კეთილი იყოს „გირჩის“ ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში

"კეთილი იყოს „გირჩის“ ფეხის საქართველოს პარლამენტის შენობაში", - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში „გირჩის“ გზის აღსასრულებლად შევიდნენ.

„ჩვენ პარლამენტის შენობაში შემოვედით იმ „გირჩის“ იმ გზის აღსასრულებლად, რაც დაახლოებით 10 დღის წინ გამოვაქვეყნეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ერთი მხრივ ხელისუფლებისკენ, რათა ველაპარაკოთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რაც ჩვენ გვაწუხებს. 7 საკითხი, რაც „გირჩს“ აწუხებს, იქნება მთავარი თემები, რომელზეც „გირჩი“ ამ შენობაში იბრძოლებს. ამავდროულად, ჩვენ გვინდა ვიყოთ ხალხი, რომელმაც უნდა წაახალისოს შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ვიცით, რომ ჩვენი მეგობრების მიერ წარმოდგენილია დოკუმენტი, რომელიც კრიზისიდან გამოსვლას ემსახურება. ჩვენი მეგობრები ასე ხედავენ კრიზისიდან გამოსვლის გზას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა და ყველაფერს გავაკეთდებთ იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი აღსრულდეს ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ. თუ ეს დოკუმენტი არ აღსრულდება ეს იქნება პრობლემა ქვეყნისთვის და არ აქვს მნიშვნელობა, ვის მიერაც უნდა იყოეს ეს გამოწვეული, ხელისუფლების თუ ოპოზიციის. ეს იქნება ამ ქვეყნით იმდეგაცრუება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს სიმბოლურად მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს და ველოდებით, პირველ რიგში, ხელისუფლების ხელმოწერას, რომ პირდაპირ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა