თეგებით ძიება

ბადრი ჯაფარიძე: ვფიქრობთ, დოკუმენტი მხარდაჭერას იმსახურებს

"ვფიქრობთ, მხარდაჭერას იმსახურებს, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორის მიერ შემოთავაზებული კომპრომისული დოკუმენტია", - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გუშინ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტზე გააკეთა.

„გუშინ შარლ მიშელმა ჩვენ შემოგვთავაზა დოკუმენტი, რომელიც ვფიქრობთ, მხარდაჭერას იმსახურებს, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორის მიერ შემოთავაზებული კომპრომისული დოკუმენტი.

შესაძლოა, ის პუნქტები, რომელიც ეხება რიგგარეშე არჩევნებს, ზუსტად ისე არ გამოიყურება, როგორც ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ კომპრომისი სწორედ ესაა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მას ხელი უკვე მოაწერა „ქართულმა ოცნებამ“ და „გირჩმა“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა