ლაშა დამენია: შარლ მიშელის დოკუმენტი აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია
"შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი არის აშკარად წინგადადგმული ნაბიჯი, სადაც უკვე მკვეთრად ჩანს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, სადაც არის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან მისასვლელი გზა", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ.
„თუმცა „ევროპული საქართველო“ წინააღმდეგია, რომ ეს საკითხი თვითმმართველობის არჩევნებს მიებას. ჩვენ დღეს პარტიაში შევიკრიბებით პოლიტსაბჭოს წევრები, ლიდერები და მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება ჩვენი დამოკიდებულება მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლაშა დამენიამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. დოკუმენტს ხელი „გირჩის“ წევრებმა უკვე მოაწერეს.