თეგებით ძიება

ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები, მხარს ვუჭერთ ნებისმიერი სახის კომპრომისს, რომელიც საქართველოს ისეთი მომავლისკენ წაიყვანს, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს - რან გიდორი

ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა ჟურნალისტებთან ევრპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტისა და მხარეებს შორის შეთანხმების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდს გადის. მისი თქმით, დაპირისპირებული მხარეები უნდა დასხდნენ და მიაღწიონ კომპრომისს:

„ისრაელში ბოლო 2 წელიწადში 4 არჩევნები გვქონდა. ასე რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდს გადის. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხსა და ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას აქვთ რესურსები და სურვილი, რომ ეს კრიზისი გადალახონ და ქვეყანა კეთილდღეობის გზით წაიყვანონ.

დაპირისპირებული მხარეები უნდა დასხდნენ და მიაღწიონ კომპრომისს. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებას, რასაკვირველია საქართველოსთვის კარგი გვსურს და ვასურვებთ საქართველოს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდი გადალახოს.

ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები, მხარს ვუჭერთ ნებისმიერი სახის კომპრომისს, რომელიც საქართველოს ისეთი მომავლისკენ წაიყვანს, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს“ - განაცხადა გიდორმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა