თეგებით ძიება

პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრთა რაოდენობა იზრდება


პარლამენტის ახალშექმნილ კულტურის კომიტეტის წევრთა რაოდენობა იზრდება და 10-ის ნაცვლად 11 წევრი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა, სადაც განიხილეს საკითხი „პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობების კვოტების განსაზღვრის შესახებ“.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, „საქართველოს პარლამენტში არსებული 16 კომიტეტიდან 8 კომიტეტში წევრების რაოდენობა შემცირდება, მხოლოდ ახალ, კულტურის კომიტეტში 10-ის ნაცვლად ხდება 11 წევრის დამტკიცება“.

კომიტეტმა აღნიშნულ საკითხს კენჭისყრით დაუჭირა მხარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა