„თუ ვაშაძე ხელს მოაწერს დოკუმენტს, ჩვენი გზები გაიყოფა“ - თაკო ჩარკვიანი
თუ გიორგი ვაშაძე ხელს მოაწერს დოკუმენტს ჩვენი გზები აუცილებლად გაიყოფა, - ამის შესახებ Pia.ge-სთან საუბრის დროს პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
„ამ ტიპის დოკუმენტს, ახლა რა ვითარებაშიც არის არ ვთვლი, რომ ხელი უნდა მოვაწერო. დოკუმენტში არის ბევრი კითხვის ნიშანი, იქ არ არის შეტანილი თამარ ჟვანიას თემა. საარჩევნო სისტემა ციფრულზე იქნება თუ არა მსგავსი რამ ამ დოკუმენტში არ წერია“, - განაცხადა პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა.
მისი თქმით, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით იგივე წყალში შევდივართ.
„მე პარტია შევქმენი, პოლიტიკაშიც კი იმიტომ შემოვედი, რომ როგორმე სამართლებრივი ცვლილება მოხდეს ძირეული.
ამ ტიპის დოკუმენტს „საჭურის“ დოკუმენტს ვეძახი. ქვეყანას აქვს უფლება ერთხელ და სამუდამოდ ჩატარდეს ნორმალური არჩევნები, ისეთი, როგორიც დასავლეთშია. ამ ფორმით ამ დოკუმენტს ვთვლი, რომ მოეწეროს ხელი არის დიდი შეცდომა ოპოზიციის“,- აღნიშნავს ჩარკვიანი.
როგორც მან აღნიშნა, თუ გიორგი ვაშაძე ხელს მოაწერს დოკუმენტს ჩვენი გზები აუცილებლად გაიყოფა.
„როცა ჩვენი დამოკიდებულება რადიკალურად ცდება ერთმანეთს, ჩვენი გზები გაიყოფა და დავრჩებით კარგ მეგობრებად.
ჩვენ პოლიტპატიმრების გამო ქუჩაში არ გამოვსულვარ, ქუჩაში გამოვედით ვადამდელი არჩევნების და საარჩევნო სისტემის გაყალბების გამო .
რეფორმა მინდა საარჩევნო სისტემისა, არ მინდა არსებობდეს სასამართლო კლანი. რა შეიცვალა ზოგიერთი ოპოზიციონერებისთვის წარმოდგენა არ მაქვს“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მისი თქმით, ჩვენ ამ ბრძოლაში გვაქვს ორი უმთავრესი ფაქტორი რისთვისაც ბრძოლა დავიწყეთ.
ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ახალ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას შესთავაზა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.