თეგებით ძიება
19. 04. 2021 მსოფლიო

სომხეთი თურქეთთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს


სომხეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და საზღვრების გახსნის შესახებ თურქეთთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, მარტა აივაზიანმა განაცხადა.

„უნდა აღვნიშნო, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები არ იმართება და არც იგეგმება“, - აღნიშნა მარტა აივაზიანმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება.

„რა თქმა უნდა, სომეხთა გენოციდის აღიარების საერთაშორისო პროცესი ჩვენი საგარეო პლიტიკის პრიორიტეტად რჩება. ჩვენს საგარეო პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა“, - აღნიშნა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა