თეგებით ძიება

რიყეზე ოპოზიციური პარტიების შეკრება დაიწყო

ოპოზიციური პარტიების დაანონსებული აქცია რიყეზე დაიწყო.

როგორც პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, შეკრება საორგანიზაციო ხასიათისაა და მისი მიზანია 15 მაისს დაგეგმილი აქციისთვის მომზადება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, რათა მიაღწიონ მთავარ მიზანს - ვადამდელ არჩევნებს.

„დღეს მოვა ყველა ის ადამიანი, რომელიც არის ჩართული კამპანიაში, რომელსაც ჰქვია 15 მაისის აქცია თბილისის ცენტრში. პროტესტი ქვეყნის შიგნით და წნეხი იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენ მივაღწევთ მთავარ მიზანს, რომელსაც ჰქვია ვადამდელი არჩევნები“,- აღნიშნა მან.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ საზოგადოებას ერთიანობა დაანახვოს.

„მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, საზოგადოებას ვანახოთ ერთიანობა, მოვძებნოთ ერთიანობის ახალი საფუძვლები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ოპოზიციის ბრძოლას და ქვეყანას მიიყვანს გამარჯვებამდე, ამიტომ დღევანდელი შეკრება მნიშვნელოვანია“,- განმარტა მან.

აქციაზე სიტყვით გამოსვლა უკვე დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა