ჩვენ მოვახერხეთ პარლამენტში კორონავირუსის შიდა გავრცელების შეკავება - თალაკვაძე
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ინფიცირებულ დეპუტატებს გამოჯანმრთელება მიულოცა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შიდა გავრცელების შეკავება მოხერხდა. მისი განმარტებით, თანამშრომელთა ნაწილი ისევ დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას:
„მოხარული ვარ, რომ ჩვენი კოლეგები, რომლებსაც კოვიდ-19-ის ვირუსი ჰქონდათ დაუბრუნდნენ პარლამენტს და სამუშაო ფორმაში არიან. ჩვენ მოვახერხეთ შიდა გავრცელების შეკავება ყველა იმ ღონისძიების გამოყენებით, რომელსაც მივმართეთ, მათ შორის თანამშრომლების დიდი ნაწილი გადავიყავენთ დიტანციურ რეჟიმში. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რამდენად ეფექტურია ჯანდაცვის სამსახურების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება იმ პერიოდში, როდესაც ვაქცინაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა თალაკვაძემ.