თეგებით ძიება

მელიამ მოგვცა პირადი მაგალითი იმის, თუ როგორ არ უნდა შეეგუო რეჟიმის უსამართლობას და როგორ უნდა ჩამოხსნა მას საბოლოოდ ნიღაბი - დეკანოიძე

ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე რიყეზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მიუხედავად ოპოზიციური განსხვავებებისა, სამშობლოზე შეხედულება ერთია, რომ რომ ის უნდა იყოს თავისუფალი და არ არის ერთი თავგასული ოლიგარქის უკანა ეზო. დეკანოიძის თქმით, მელიამ ყველას მისცა მაგალითი, თუ როგორ არ უნდა შეეგუოს რეჟიმის უსამართლობას და როგორ უნდა ჩამოხსნას მას საბოლოოდ ნიღაბი:

„ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებულად მინდა მივესალმო ერთ ადამიანს, ჩვენს თანამებრძოლს და მეგობარს, რომელიც აუცილებლად თვალს გვადევნებს, ეს არის ნიკა მელია. ნიკა მელიას არის საპყრობილეში, ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე და მან მოგვცა პირადი მაგალითი იმის, თუ როგორ არ უნდა შეეგუო რეჟიმის უსამართლობას და როგორ უნდა ჩამოხსნა საბოლოოდ ნიღაბი იმ რეჟიმს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერი იკადრა ადამიანების თავისუფლების ხარჯზე. ამ ქვეყანაში მთავარ პრობლემად და უმთავრეს გამოწვევად მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი კადრულობს ყველაფერს. განსაკუთრეუბლად ეს არის ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა, როდესაც მეკითხებიან უნდა ვიყო თუ არა პრაგმატული, მე არ შემიძლია პრაგმატულად მივუდგე ჩემი მეგობრების ყოფნას ციხეში და ვითამაშო იმ გამოწვევებით, რომელსაც ჰქვია სასამართლოში წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობა, პოლიციის თავგასულობა და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი გაჭირვება.

ამ ქვეყანას ნამდვილად აქვს ნათელი მომავალი, ნატო, ევროკავშირი და თავისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიუხედავად განსხვავებებისა, გვაქვს ერთი შეხედულება ჩვენს სამშობლოზე, რომ ის უნდა იყოს თავისუფალი და ის არ არის ერთი თავგასული ოლიგარქის უკანა ეზო, ამიტომ 15 მაისს ყველა უნდა შევიკრობოთ და ვუთხრათ ხელისუფლებას, თუ ისეთივე თავგასულები იქნებით, აუცილებლად გაიგებთ ადამიანების ხმას და თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეების ხმას“, - განაცხადა დეკანოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა