"როგორც კი გაიაზრებ და შეეგუები, რა ნაგავიც ხარ, მაშინ ჰარმონია იწყება“ - ვარდოსანიძე
"როგორც გაიაზრებ და შეეგუები, რა ნაგავიც ხარ, მაშინ ჰარმონია იწყება" , - აცხადებს მსახიობი , გიორგი ვარდოსანიძე.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, საკუთარ თავთან უკვე ჰარმონიაშია:
"უკვე დიდი ხანია, ჩემს თავთან ჰარმონიაში ვარ. როგორც გაიაზრებ და შეეგუები, რა ნაგავიც ხარ, მაშინ ჰარმონია იწყება. მე დიდი ხანია, ვიცი ჩემი ცუდი თვისებებიც და კარგიც. ცუდი ბევრად მეტია, მაგრამ ვცდილობ, გამოვასწორო და კარგი გავამრავლო. შიდა ბრძოლები – როცა ვერ იგებ, ვინ ხარ და რა გინდა, დიდი ხანია, დამთავრებულია“ ,- ამბობს მსახიობი "თბილისელებთან".