თეგებით ძიება

გიორგი ვაშაძე ხელს თუ მოაწერს დოკუმენტს, ჩვენი გზები გაიყოფა - თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ, კოალიცია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ თუ გიორგი ვაშაძე ხელს მოაწერს დოკუმენტს, მათი გზები აუცილებლად გაიყოფა.

„ამ ტიპის დოკუმენტს, ახლა რა ვითარებაშიც არის, არ ვთვლი, რომ ხელი უნდა მოვაწერო. დოკუმენტში არის ბევრი კითხვის ნიშანი, იქ არ არის შეტანილი თამარ ჟვანიას თემა. საარჩევნო სისტემა ციფრულზე იქნება თუ არა მსგავსი რამ, ამ დოკუმენტში არ წერია. მე პარტია შევქმენი, პოლიტიკაშიც კი იმიტომ შემოვედი, რომ როგორმე სამართლებრივი ცვლილება მოხდეს ძირეული.

ამ ტიპის დოკუმენტს „საჭურის“ დოკუმენტს ვეძახი. ქვეყანას აქვს უფლება ერთხელ და სამუდამოდ ჩატარდეს ნორმალური არჩევნები, ისეთი, როგორიც დასავლეთშია. ამ ფორმით ამ დოკუმენტს ვთვლი, რომ მოეწეროს ხელი არის დიდი შეცდომა ოპოზიციის“,- აღნიშნავს ჩარკვიანი.

როგორც მან აღნიშნა, თუ გიორგი ვაშაძე ხელს მოაწერს დოკუმენტს, მათი გზები აუცილებლად გაიყოფა.

„როცა ჩვენი დამოკიდებულება რადიკალურად ცდება ერთმანეთს, ჩვენი გზები გაიყოფა და დავრჩებით კარგ მეგობრებად. ჩვენ პოლიტპატიმრების გამო ქუჩაში არ გამოვსულვართ, ქუჩაში გამოვედით ვადამდელი არჩევნების და საარჩევნო სისტემის გაყალბების გამო. რეფორმა მინდა საარჩევნო სისტემისა, არ მინდა არსებობდეს სასამართლო კლანი. რა შეიცვალა ზოგიერთი ოპოზიციონერებისთვის, წარმოდგენა არ მაქვს


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა