თეგებით ძიება

პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ მან დაინახა შეთანხმების შესაძლებლობა - ხათუნა სამნიძე

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ხათუნა სამნიძე რურუას ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და დადებითად შეაფასა მისი ნაბიჯი. სამნიძის განმარტებით, ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იმის მანიშნებელია, რომ მან შეთანხმების შესაძლებლობა დაინახა:

„ეს არის სერიოზული პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ პარტიებმა დაინახონ ეს პროცესი, შევძლოთ და ყველას ხელმოწერა იყოს ამ დოკუმენტზე - ეს არის სერიოზული ნაბიჯი. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მან დაინახა შესაძლებლობა, რომ შეთანხმება შესაძლებელია იყოს ფართო. რურუას საკითხი იყო ერთ-ერთი საკვანძო, რათა ჩვენ დაგვენახა, რომ ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი და ამ შემთხვევაშ, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ამ კრიზისის განმუხტვის პირველი ნაბიჯი, პირველი გადაწყვეტილება მიეღო მას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პოზიტიური იმისთვის, რომ პროცესი უფრო პოზიტიურად გაგრძელდეს, ანუ ფართო შეთანხმებას მივაღწიოთ“, - განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რურუას ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს, თუ პარტიები მიშელის დოკუმენტს მოაწერენ ხელს, მოხდება შეთანხმება და ოპოზიცია პარლამენტში შევა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა