თეგებით ძიება
19. 04. 2021 მსოფლიო

ბრიტანული ხომალდები შავ ზღვაში შევლენ

დიდი ბრიტანეთის საბრძოლო ხომალდები მაისში შავ ზღვაში შესვლას გეგმავენ. ამის შესახებ mirror.co.uk იუწყება.

ჯერჯერობით საუბარია საესკადრო ნაღმოსან Type 45-ზე და ფრეგატ Type 23-ზე, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულ ესკადრაში შედიან.

ავიამზიდ Queen Elizabeth-ზე ბაზირებული თვითმფრინავები RAF F-35B Lightning და ვერტმფრენები Merlin აუცილებლობის შემთხვევაში შავ ზღვაში მყოფი ხომალდების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.

შავ ზღვაში ბრიტანული ხომალდების შესვლა რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე მოხდება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შავ ზღვაში ხმელთაშუა ზღვიდან ორი ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი - Roosevelt და Donald Cook უნდა შევიდნენ. მოგვიანებით აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურობამ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა