აკაკი მინაშვილი - მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც ნიკა მელია იქნება თავისუფალი გირაოს გარეშე
მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც ნიკა მელია იქნება თავისუფალი ყოველგვარი გირაოს და სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე, ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ენმ-ის წევრებმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
"ჯერ ნიკა მელია და დანარჩენი შემდეგ. ეს არის ის თეზისი, რაც ამ მომენტისათვის პოლიტიკურმა საბჭომ ჩამოაყალიბა. დოკუმენტზე ვიმსჯელეთ, აქვს ხარვეზები, არის კარგი ნაწილიც, აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, არის,“ - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, რომან გოცირიძემ.
პარტიის პოლიტსაბჭოზე შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილი ბოლო დოკუმენტის ხელმოწერის საკითხზე იმსჯელეს. პარტიაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედევად, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება არ შეცვალა.
შეგახსენებთ, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.