ევროკავშირის ოფისში მიმდინარე შეხვედრის მხარეები პრეზიდენტის სასახლეში მიდიან
ევროკავშირის ოფისში მიმდინარე დიალოგის მხარეები პრეზიდენტის სასახლეში მიდიან. პეზიდენტს აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებიც შეხვდებიან.
ამ ეტაპისთვის, უცნობია, თუ რატომ გადაწყვიტეს მახარეებმა პრეზიდენტის სასახლეში გადანაცვლება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ოფისში, ელჩების თანდასწრებით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყო.
ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.