თეგებით ძიება

სალომე სამადაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელს ინდივიდუალურად მოაწერს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელს ინდივიდუალურად მოაწერს.

ორბელიანების სასახლესთან მისულმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებულია.

"პოლიტსაბჭოზე გადაწყდა, რომ ნაციონალური მოძრაობა თავს შეიკავებს დოკუმენტის ხელმოწერისგან, სანამ ნიკა მელია პატიმრობაშია. ასევე, პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით, მე გადავწყვიტე, დღეს, როგორც ინდივიდუალურმა წევრმა პარლამენტის, ხელი მოვაწერო ამ დოკუმენტს", - განაცხადა სამადაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა