თეგებით ძიება

კარლ ჰარცელი - ხელმოწერით პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი

შეთანხმება, რომელსაც ჰქვია გზა საქართველოსთვის, მისი ხელმოწერით პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი, იმ ჩვენი საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში, რომელიც საქართველოს მომავლისკენ ისწრაფვის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში განაცხადა, სადაც სადაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალი მიმდინარეობს.

"შეთანხმება, რომელსაც ჰქვია გზა საქართველოსთვის, მისი ხელმოწერით პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი, იმ ჩვენი საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში, რომელიც საქართველოს მომავლისკენ ისწრაფვის. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მე, როგორც ევროკავშირის ელჩი, რომელიც ჩართული ვიყავი პროცესში - ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. დღეს ვინც აქ ვართ შეკრებილები, ის უმრავლესობა, მარტო ის ხალხი კი არ არის, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს აწერს, არამედ საქართველოს მოქალაქეები. მადლობა თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა", - აცხადებს ჰარცელი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა