შარლ მიშელი - ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს შეთანხმებაზე ხელმოწერას
"გაუმარჯოს საქართველოს" - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას ულოცავს.
როგორც მიშელი მიშელი ტვიტერზე მათ მიმართავს, პოლიტიკოსებმა დემოკრატიას გამარჯვების საშუალება მისცეს.
"ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას, რათა გადაიჭრას მიმდინარე კრიზისი. თქვენ ხალხის ინტერესი დააყენეთ პირველ ადგილზე და დემოკრატიას მიეცით გამარჯვების საშუალება", წერს მიშელი.
ცნობისთვის, პრეზიდენტის სასახლეში დოკუმენტზე "საქართველოს მომავალი გზა" ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა.