თეგებით ძიება

დავით ბაქრაძე - ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს

ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ შეთანხმებით უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შემცირდეს პოლარიზაცია და გაიხსნას გზა უკეთესი არჩევნებისკენ.

"მე, როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას იმიტომ, რომ ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ გვჭირდება, რომ პრეზიდენტმა მიშელმა, ჩვენმა მეგობრებმა ბრიუსელსა და ვაშინგტონში დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომას და უკეთეს მომავალს. ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ უკანონოდ, უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ. მე როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი ვუერთდები და ხელს ვაწერ“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა