თეგებით ძიება

კელი დეგნანი - ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ

ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერს.

"ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მე დღეს აქ ვიმყოფები თქვენთან ერთად და ამ 6 თვის განმავლობაში ჩვენ ასეთი რთული მუშაობა გავწიეთ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ისევე როგორც მოგილოცოთ საქართველოს ეს წარმატება, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს აყვავებული და მას ჰქონდა ის პოლიტიკური გამბედაობა, რომ ამ პროცესში ჩაბმულიყო. პარტიებს ვუხდი მადლობას, იმისთვის რომ ხელი მოაწერეს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული. ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მინდა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის,“ - აცხადებს კელი დეგნანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა