ელენე ხოშტარია: არასდროს მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა
"სალომე სამადაშვილს არასდროს მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა", – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.
„სალომე სამადაშვილის პოზიცია (ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთგულება საკუთარი პოზიციის მიმართ“, – წერს ელენე ხოშტარია.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სალომე სამადაშავილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. „ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები“, - დაწერა პოლიტიკოსმა.