თეგებით ძიება

"არ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ არ არის სიაში ღარიბაშვილი? რის გამოც ეს ადამიანები დაასანქცირეს, ბიძინას შემდეგ ყველაზე ღრმად ამ საქმეში ჩაფლული იყო ღარიბაშვილი" - ხუხაშვილი

თა­ვი­დან­ვე ჩა­ნა­ფიქ­რი იყო, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბით ევაჭ­რათ, რო­გორც ტე­რო­რის­ტე­ბი აკე­თე­ბენ, მძევ­ლე­ბი აჰ­ყავთ და შემ­დეგ ამ მძევ­ლებს რა­ღა­ცა­ში ცვლი­ან ან უბ­რა­ლოდ ყი­დი­ან, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მო­სა­მარ­თლე ქე­თე­ვან ჯაჭ­ვა­ძის მიერ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცი­ან, ვის­თან და რაზე ივაჭ­რონ და ეძე­ბენ მო­მენტს და ვი­თა­რე­ბას, რო­დე­საც ეს იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"თა­ვი­დან­ვე, როცა მა­სობ­რი­ვი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი და­ი­წყო და 500-მდე პირი იქნა აყ­ვა­ნი­ლი, ჩა­ნა­ფიქ­რი იყო მარ­ტი­ვი, ერთი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ში­ნე­ბა, რომ ხალ­ხი ქუ­ჩა­ში არ გა­მო­სუ­ლი­ყო და მე­ო­რე, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბით ევაჭ­რათ. რო­გორც ტე­რო­რის­ტე­ბი აკე­თე­ბენ, მძევ­ლე­ბი აჰ­ყავთ და შემ­დეგ ამ მძევ­ლებს რა­ღა­ცა­ში ცვლი­ან ან უბ­რა­ლოდ ყი­დი­ან და ფულს იღე­ბენ. ეს ტექ­ნო­ლო­გი­აა ახ­ლაც. პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა ვერ შეს­რულ­და იმი­ტომ, რომ ამით ვე­რა­ვინ ვერ შე­ა­ში­ნეს და ახლა უნ­დათ, რომ გა­ყი­დონ. იმი­სათ­ვის, რომ გა­ყი­დონ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ვი­ღაც უნდა და­ე­ლა­პა­რა­კოს და შე­ვი­დეს ვაჭ­რო­ბა­ში, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ამის სივ­რცეს ვერ ხე­დავს. არ იცი­ან ვის­თან და რაზე ივაჭ­რონ და ეძე­ბენ მო­მენტს და ვი­თა­რე­ბას, რო­დე­საც ეს იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს ხალ­ხი ან ქვეყ­ნის შიგ­ნით უნდა მი­ყი­დონ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა­ღა­ცის ფა­სად, ან უნდა მი­ყი­დოს და­სავ­ლეთს რა­ღა­ცის ფა­სად, თუმ­ცა ჩემი აზ­რით, ეს მა­ტა­რე­ბე­ლი უკვე წა­სუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი­სა და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის და­სან­ქცი­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ და­სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის არ ყოფ­ნა შე­იძ­ლე­ბა იმას ნიშ­ნავ­დეს, რომ ის "ოქ­როს მოწ­მეა სა­სან­ქციო სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით“.

"არ გა­გიჩ­ნდათ კი­თხვა, რა­ტომ არ არის სი­ა­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლი? რის გა­მოც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­სან­ქცი­რეს, ბი­ძი­ნას [ივა­ნიშ­ვი­ლის] შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ღრმად ამ საქ­მე­ში ჩაფ­ლუ­ლი იყო ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე მეტი არა­ვინ არ იცის სის­ტე­მა­ში. სა­ერ­თოდ ამე­რი­კუ­ლი სან­ქცი­ე­ბი შიშ­ველ ქვა­ზე არ შენ­დე­ბა, დო­კუ­მენ­ტუ­რი სა­ფუძ­ვე­ლია სა­ჭი­რო, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მთე­ლი კას­კა­დი ედე­ბა ამას, ეს არ არის წმინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, აშშ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოა. გა­სა­გე­ბია, რომ ოქ­როს მოწ­მე­ე­ბი არ­სე­ბო­ბენ სა­სან­ქციო სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გა­მო­რი­ცხავთ, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იყოს ერთ-ერთი მათ­გა­ნი? პირ­და­პირ გე­ტყვით, მე ვერ გა­მოვ­რი­ცხავ“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა