თეგებით ძიება

არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია, კარგი დღე იყო გუშინ, დღეს უკეთესი იქნება – სალომე სამადაშვილი

"იმდენი გზავნილი და კომენტარი დამხვდა…ყველას ვერ ვუპასუხებ. მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება", – ამ შინაარსის პოსტს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ვინც არა-მომავალში მიხვდება, დარწმუნებული ვარ. გრძელი გზა მაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში გავლილი (დიპლომატებზე ამბობენ, კარგად ჩაცმული პოლიტიკოსები არიანო. არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია. მარტივია-გააკეთე ის, რაც სწორედ მიგაჩნია და იყავი ის, ვინც ხარ-ყველა სხვა ადგილი დაკავებულია.

ეს ფოტო გზავნილი მომეწონა-მართალია, ხანდახან ცხოვრებას სხვა მხრიდან უნდა შეხედო. მივა ეს ქვეყანა ევროპამდე, გრძელი გზით კი მიდის, მაგრამ მაინც. და ძალიან მალე, ნიკა მელია და გიორგი რურუაც ოჯახებს დაუბრუნდებიან. კარგი დღე იყო გუშინ, დღეს უკეთესი იქნება…“,- ვკითხულობთ სამადაშვილის ფეისბუკ-პოსტში.

ცნობისთვის, სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა