თეგებით ძიება
20. 04. 2021 მსოფლიო

დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის იდეას სრული სერიოზულობით ვეკიდები

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

ტელეკომპანია Fox News-ის ჟურნალისტის კითხვას, რამდენად დიდია იმის შესაძლებლობა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა უპასუხა:

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა".

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მას მხარი 75-მა მილიონმა ამერიკელმა დაუჭირა, რაც ცხადყოფს, რომ მისი მხარდაჭერის დონე მაღალია.

„საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის იდეას სრული სერიოზულობით ვეკიდები. თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ამაზე საუბარი ჯერ არ მსურს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა