თეგებით ძიება
20. 04. 2021 მსოფლიო

ყურადღება! – ახალი რეგულაცია იტალიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით

ყურადღება! – ახალი რეგულაცია იტალიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი დოდო ენუკაშვილი წერს.



„გაცნობებთ, რომ გამოქვეყნდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი განკარგულება იტალიის ტერიტორიაზე შესვლისა და იტალიიდან გამგზავრების თაობაზე, რომლის თანახმად:

პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის n.20 დანართის “C“, “D“ და “E“ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან იტალიის ტერიტორიაზე შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR ან ანტიგენურ სავალდებულო ტესტირებას. ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარედგინოს გადამზიდავს ან შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს;

პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან n.20 დანართის “D“ და “E“ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან 10 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (აქამდე არსებული 14 დღიანი თვითზიოლაციის ნაცვლად) და აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ PCR ან ანტიგენურ ტესტირებას.

პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან n.20 დანართის “B”, “C”, “D“ და “E“ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ვალდებულნი არიან შეავსონ:

ელექტრონული ფორმულარი – https://www.esteri.it/mae/resource/doc/2021/03/modulo_rientro_sintetico_05_marzo_2021_compilabile.pdf?fbclid=IwAR1PvdjwzY6pcVdHmARvfVArTHoSHfrloI3dwjdA08YptxJeSl0wQRIq8Tc







თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა