თეგებით ძიება
20. 04. 2021 მსოფლიო

პენტაგონი: უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა.

„ეს მობილიზება, რა თქმა უნდა, უფრო დიდია, ვიდრე 2014 წელს, რაც ძალიან შემაშფოთებელია“ , - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჯონ კირბის თქმით, ძალების ასეთი მასშტაბური განლაგება ხელს არ უწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უკრაინის საზღვართან.

„რუსები აცხადებენ, რომ ეს წვრთნებია. ჩვენთვის ბოლომდე ნათელი არ არის ის ფაქტი, რომ მიზანი სწორედ ეს არის“, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა