თეგებით ძიება

არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარლამენტის არჩეულმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

მისი თქმით, იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, რომლის გარანტი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია.

„რაც აქამდე გააკეთა ოპოზიციურმა ერთობამ ეს არის უპრეცედენტო რამ საქართველოს ისტორიაში. ჩვენ მივიღეთ წარმოუდგენელი სულისკვეთების დოკუმენტი შარლ მიშელისგან, დადასტურებული ევროკავშირის მიერ. ახლა ეს პოლიტიკოსებს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ სულისკვეთება რეალიზდეს იმაში, რომ საქართველოში ხვალ თუ არა ზეგ დასრულდეს პოლიტიკოსების პარპაში. მე არ მინდა ვიყო იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც პარპაშობს, ვინც იქ მიდის, როგორც ღუმელთან, ვისაც უნდა ხელის მოთბობა. არ მინდა, მომბეზრდა! მე ყველასთან ერთად მივდივარ იქ, რომ ამისთვის ვიბრძოლო, მაგრამ არა ემოციებით, არამედ ცივი გონებით, რომ დავასრულოთ ეს მარაზმი ქვეყანაში. „ევროპული საქართველო“, რომლის სიითაც მე გავედი, დარწმუნებული ვარ, დღეს თუ არა ხვალ შეუერთდება ამ ახალი ტალღის დაწყებას საქართველოს სახელმწიფოებრივ რეალობაში, რატომ? - იმიტომ, რომ ამას ალტერნატივა არ გააჩნია, იმიტომ რომ, რაც აქამდე იყო, ის ბრძოლის ეტაპი სრულდება და იწყება ახალი, რომლის გარანტია არის ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა