თეგებით ძიება

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშის, ბაღნარის, ჭედიას, ლაზოს, მონასტრის, წყალსადენის, ტაძრის, სარაჯიშვილის და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა