მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან კი ელისაშვილი აირჩია – თაკო ჩარკვიანი
„კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაოკ ჩარკვიანი შარლ მიშელი დოკუმენტზე ხელის მოწერას აფასებს. იგი კონკრეტულა გიორგი ვაშაძეზე საუბრობს და ამბობს, რომ მას მსგავსი გადაწყვეტილებით გული სწყდება. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
„გული მწყდება, რომ ჩემი გიორგი ვაშაძე, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, დღეს აღმოჩნდა ვახო მეგრელიშვილის და ალეკო ელისაშვილის გვერდით, იმ დოკუმენტზე ხელის მომწერი, რომელზეც მე და გიორგის არაერთგზის გვისაუბრია. (ტექნოლოგიებით და ციფრული ტექნოლოგიებით), ეს ის დოკუმენტი არ არის. მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან კი ელისაშვილი აირჩია“,- ამბობს თაკო ჩარკვიანი.