თეგებით ძიება

მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა - შალვა პაპუაშვილი

მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებით ამოისუნთქა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ საზოგადოებამ დაინახა ვინ არიან რადიკალები და ვინ - არა.

„ვნახეთ, სალომე სამადაშვილის პოზიციას როგორი იმწამიერი და მყისიერი ბულინგი მოჰყვა. მის მიერ გაკეთებული კომენტარიდან გამომდინარე, ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ მან ამოისუნთქა იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

გუშინ დავინახეთ ის, რაც დიდი ხანია ვიცოდით. კერძოდ, ის, თუ ვინ არიან რადიკალები და ვინ – არა, ვინ დგას ევროპისა და საქართველოს მხარეს, ვინ დგას გაყოფის, შუღლისა და რუსეთის მხარეს. ეს დავინახეთ გუშინ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სალომე სამადაშავილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. „ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები“, - დაწერა პოლიტიკოსმა.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა