თეგებით ძიება
20. 04. 2021 მსოფლიო

ჩადის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა

ჩადის პრეზიდენტი იდრის დები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ამბოხებულებთან ბრძოლის შედეგად მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ Aljazeera ავრცელებს.

ჩადის არმიის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, „პრეზიდენტი სუვერენული ქვეყნის დაცვის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა". პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად იდრის დების შვილი, გენერალი მაჰამატ კაკა დაინიშნა.

ცნობისთვის, ლიბიიდან ჩადში 17 აპრილს ამბოხებულების საკმაოდ ძლიერი დაჯგუფება გადმოვიდა და სამხრეთის მიმართულებით შეტევა წამოიწყო. იმავე დღეს კანემის პროვინციაში სამთავრობო ძალებმა ამბოხებულთა დაჯგუფებაზე იერიში მიიტანეს. მათ 300-მდე „ბოევიკი“ მოკლეს და 150 ტყვედ აიყვანეს. სამთავრობო ძალების მხრიდან 5 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა