თეგებით ძიება
21. 04. 2021 მსოფლიო

აშშ-ში პოლიციელმა მოკლა 16 წლის აფროამერიკელი გოგო

აშშ-ში პოლიციელმა მოკლა 16 წლის აფროამერიკელი გოგო, რომელმაც ის გამოიძახა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ინციდენტი ოჰაიოს შტატში, ქალაქ კოლუმბუსში მოხდა. პოლიციელი შემთხვევის ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტზე გამოცხადდა. გარდაცვლილი მაკაია ბრაიანტის ოჯახის წევრთა განცხადებით, პოლიცია სწორედ მან გამოიძახა, ვინაიდან მის სახლთან ერთმანეთს ორი ახალგაზრდა ქალი ეჩხუბებოდა.
მაკაია ბრაიანტის გარდაცვალების გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.

ქალაქის მერმა, ენდრიუ ჯინტერმა Twitter-ზე გარდაცვლილი გოგოს ოჯახს მიუსამძიმრა და მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ინციდენტი პოლიციელის სამხრე კამერამ დააფიქსირა და გამოძიება მომხდარის ყველა გარემოებას დაადგენს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა