თეგებით ძიება
21. 04. 2021 მსოფლიო

ზელენსკი პუტინს მიმართავს – მზად ვარ შეგხვდეთ დონბასში, ბატონო პუტინ

"ბატონო პუტინ, მე მზად ვარ უფრო შორს წავიდე და შემოგთავაზოთ თქვენ შევხვდეთ უკრაინული დონბასის ნებისმიერ წერტილში, სადაც ომია",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მინდა ცალკე მივმართო ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, ერთხელ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: თუკი ჩხუბი გარდაუვალია, პირველმა უნდა დაარტყა. მაგრამ, ჩემი აზრით, დღეს ნებისმიერი ლიდერი უნდა ხვდებოდეს, რომ ჩხუბი არ შეიძლება გარდაუვალი იყოს, როდესაც საქმე არა ქუჩის ბიჭებს ან „ხულიგნებს“ ეხება, არამედ რეალურ ომსა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს.

ჩხუბისგან განსხვავებით, ომში ყველა მხარე აგებს, რომ არ შეიძლება ვიღაც დაიცვა თავდასხმით, რომ შეუძლებელია გაათავისუფლო ვიღაც მისი დაპყრობით, რომ შეუძლებელია მშვიდობა მოიტანო ტანკით ადამიანებისთვის, რომლებსაც არ ესმით ვისგან სურთ მათი დაცვა მუდმივად. დაიცვან და გაათავისუფლონ. რატომ არის ამისთვის საჭირო მათი დაცხრილვა ან დაბომბვა? მათ შორის ცოცხლად გადარჩენილ ჩვენს მოხუცებს, რომლებიც სხვათა შორის ამ მიწას ნაცისტებისგან ათავისუფლებდნენ, მათ არ ესმით 75 წლის შემდეგ მათი მშვიდობიანი ცხოვრება რატომ დადგა კვლავ ომის საფრთხის წინაშე?!

უკრაინა და რუსეთი საერთო წარსულის მიუხედავად, განსხვავებულად, განსხვავებულად უყურებენ მომავალს. ჩვენ ვართ ჩვენ და თქვენ ხართ თქვენ! მაგრამ ეს არ არის აუცილებელი პრობლემა, ეს არის შესაძლებლობა, როგორც მინიმუმ შესაძლებლობა სანამ გვიანი არ არის გაჩერდეს მომაკვდინებელი მათემატიკა მომავალი სამხედრო დანაკარგებისა. გუშინ და დღეს ნორმანდიის ფორმატის სხდომებზე განიხილებოდა სრული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენა, მაგრამ მიუხედავად ყველა მხარის მხარდაჭერისა, რუსეთმა უარი განაცხადა საერთო განცხადების მხარდაჭერაზე. ამავე დროს გაჟღერდა შეხების ხაზთან შეხვედრის წინადადება, რომ მაქსიმალურად ზუსტად დავინახოთ და გავიგოთ სიტუაცია.

რაღა უნდა გავიგო? მე ყველაფერი მშვენივრად მესმის, ყოველთვე მანდ ვარ. ბატონო პუტინ, მე მზად ვარ უფრო შორს წავიდე და შემოგთავაზოთ თქვენ შევხვდეთ უკრაინული დონბასის ნებისმიერ წერტილში, სადაც ომია.

დიდება უკრაინას!“,- განაცხადა ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა