თეგებით ძიება
21. 04. 2021 მსოფლიო

ზელენსკი: მეტი შეიძლება დაგვჭირდეს, ვიდრე პარტნიორების შეშფოთებაა

"უკრაინას დასავლეთის ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერა აქვს, თუმცა გაცილებით მეტი შეიძლება დაგვჭირდეს, ვიდრე პარტნიორების დიპლომატიური შეშფოთება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„არ გვეშინია, ვინაიდან საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს. ისინი ჩვენ გვერდით დგანან. ისინი ნათლად ხედავენ რუსეთის ჭეშმარიტ მოტივებს“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ პარტნიორები მზად არიან, უკრაინას ფინანსურად დაეხმარონ და რუსეთს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესონ.

„უკრაინა მადლობელია ამ მხარდაჭერისთვის. ამასთანავე, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რისთვის არის მსოფლიო კიდევ მზად. როგორ დაგვეხმარებით, თუ ევროპის ცენტრში საზღვრების უგულებელყოფა კვლავ მოხდება? გესმით თუ არა, რომ უკრაინას გაცილებით მეტი დასჭირდება, ვიდრე დიპლომატიური შეშფოთება?“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინას მკაფიო სიგნალები სჭირდება, რომ დახმარებას არა ტრიბუნებიდან, არამედ უშუალოდ ველზე მიიღებს“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა