თეგებით ძიება

დღის რომელ მონაკვეთში უნდა შეიღებოს კვერცხი და რა აუცილებელი წესები უნდა დავიცვათ

რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებულ რიტუალებს ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. ზოგჯერ წესების ზედმიწევნით დაცვისკენ სწრაფვა გარკვეულ მითებსა და შეცდომებსაც წარმოშობს.

კვერცხების შეღებვასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე უპასუხებს:

- არაერთხელ მოგვიკრავს თვალი სოციალურ ქსელში ფრაზებისთვის, რომ კვერცხით შეღებვისას ხახვის ფურცლის გამოყენებას მამაოები კრძალავენ - ხახვი მწარეაო. რამდენად მართალია ეს?

- ეს ცრურწმენაა და არ უკავშირდება ქრისტიანობას. ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ენდროს ძირებს.

- ბევრი ფიქრობს, რომ აღდგომის კვერცხი არ ფუჭდება და ამიტომ მაცივარში საერთოდ არ ინახავს. ეს სწორი საქციელია?

სწორი არ არის, რადგან აღდგომის კვერცხი მაცივარში უნდა დაიდოს: "არა გამოსცადო უფალი ღმერთი შენი"!

- დღის რომელ მონაკვეთში უნდა შეიღებოს კვერცხი?

- წითელ პარასკევს მწუხრამდე, რადგანაც მწუხრის შემდგომ მეორე დღე იწყება.

დღის რომელ მონაკვეთში უნდა შეიღებოს კვერცხი და რა აუცილებელი წესები უნდა დავიცვათ


- ბოლო დროს ძალიან მიღებული გახდა კვერცხების ჭრელა- ჭრულა ფერებში შეღებვა. ეს ეკლესიურად გამართლებულია?

- კვერცხი უნდა იყოს წითელი! ეს უკავშირდება მაგდალინელის სასწაულს, სადაც კვერცხი წითლად შეიღება, ნიშნად ქრისტეს სისხლის დაღვრისა და გამოსყიდვისა. ეს სიმბოლო დასაცავია ნამდვილად!

- ზოგჯერ ოჯახში ძალიან ბევრი კვერცხი იღებება და რჩება კიდეც აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. რა უნდა ვუყოთ ამ კვერცხებს, რომლებიც არ მიირთვეს.

- კვერცხი ამაღლებამდე უნდა იყოს და მიირთმევდნენ ქრისტიანები. ადრეულ საუკუნეებში ასეც იყო. დღეს ეს მონასტრებშია შემორჩენილი და, როცა თავდება წითელი კვერცხი, პარასკევობით ღებავენ და მიირთმევენ მოსახსენებელად აღდგომისა. მსგავსად არის ათონის წმინდა მთაზე.

- რა დატვირთვა აქვს აღდგომასთან პასკას?

- პასკა სიმბოლოა გოლგოთისა! განახლებისა!

- სააღდგომოდ ხორბალსაც თესავენ. ამოსულ ჯეჯილში კვერცს და პასკას დებენ, ეს რას ნიშნავს?

- ჯეჯილი არის საყოველთაო აღდგომოს სიმბოლო: "დაეთესვის, ხორცი ფშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი"!,- ამბობს პავლე მოციქული.

- აღდგომის დღესასწაულზე მრევლს ტაძარში საკურთხებლად მიაქვს წითელი კვერცხი და პასკა...

- ეს სწორი ქმედებაა. წითელ პარასკევსაც მიაქვთ და აწყობენ ლუსკუმაზე, სადაც დაბრძანებულია ქრისტეს გარდამოხსნა!

- აღდგომის დღესასწაულს ვინც ვერ შეხვდება ღამისთევით ისინი როგორ უნდა მოიქცნენ?

- უძლურებისა ან დევნის გამო, ქრისტიანები ვერ ესწრებიან აღდგომას, მაგრამ გავამხნევებ მათ: ქრისტე,თქვენს ოჯახებში თავისი დიდებით შემოდის! ალბანეთში,როცა მუსლიმებმა დაიწყეს დევნა ქრისტიანობისა, ერთმა სერბმა ქალბატონმა რადიო მიმღებით დაიჭირა წირვის ტრანსლიაცია. ამას ყოველ კვირა დღეს აკეთებდა. როცა მღვდელი იტყოდა: "მიიღეთ და სჭამეთ, რამეთუ ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის დანტელი..." დედა დგებოდა, ღვინოში აწობდა პურს და შვილებს ურიგებდა. აი, ეს არის ქრისტიანობის ნამდვილი გაგება... უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა