თეგებით ძიება
21. 04. 2021 მსოფლიო

მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ 250 000-მა ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა

მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაახლოებით 250 ათასმა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატის ინფორმაციით, ყველა ეს პირი იძულებით გადაადგილებულ პირად ითვლება. გაეროს სპეციალური მომხსენებელი თომას ენდრიუსი საერთაშორისო თანამეგობრობის სასწრაფო ჩარევას მოითხოვს.

„ეს ჰუმანიტარული კატასტროფაა. მსოფლიომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, რათა ეს საკითხი მოაგვაროს“ - განაცხადა ენდრიუსმა.

მიანმარში საპროტესტო აქციები დაწყების შემდეგ 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 3200-ზე მეტი ამ დროისთვის ციხეში რჩება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა