თეგებით ძიება
22. 04. 2021 მსოფლიო

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1 770 ადამიანი დააკავეს

რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1 770 ადამიანი დააკავეს. შესაბამის მონაცემებს უფლებადამცველი ცენტრი, „ოვდ-ინფო“ ავრცელებს.

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები რუსეთის 82 ქალაქში გაიმართა.

18 აპრილს, ალექსეი ნავალნის ექიმმა, იაროსლავ აშიმხინმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს. მისი განცხადებით, ნავალნის სისხლის ანალიზის შედეგების თანახმად, კალიუმის დონე იმდენად მაღალია, რომ, შეიძლება, გულის გაჩერება გამოიწვიოს. ის ასევე ამბობს, რომ გაზრდილია კრეატინინის დონეც, რაც თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითებაზე მიანიშნებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა