თეგებით ძიება
22. 04. 2021 მსოფლიო

დმიტრო კულება: უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა რუსეთის ახალი სანქციებით დასჯის მზაობა უნდა გამოავლინონ

უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა რუსეთის ახალი სანქციებით დასჯის მზაობა უნდა გამოავლინონ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალურ კიევს არ აქვს ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სანხედრო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა, თუმცა მნიშვნელოვანია დასავლეთმა ახლავე იმოქმედოს, რათა ეს მომავალში არ მოხდეს.

„არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. დასავლეთის რეაქცია, დასავლეთის კონსოლიდირებული რეაქცია ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პუტინმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვირტუალურ შეხვედრაზე რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის წინადადებით გამოვიდა.

„დასავლეთის დიპლომატიამ ხელი შეუწყო რუსეთის შეკავებას, მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, მზად არიან თუ არა ისინი სიტყვები საქმით დაამტკიცონ“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა