შემწვარი სოკო ნივრისა და ღვინის არომატით
გთავაზობთ უგერმრიელესი სოკოს რეცეპტს
ინგრედიენტები
ქამა სოკო - 400 გ
ნიორი - 2-3 კბილი
თეთრი ღვინო - 50 მლ
ლიმონის ცედრა - 1 ჩ.კ
ოხრახუში
მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ნიორი და ოხრახუში წვრილად დავჭრათ. შევარჩიოთ წვრილი სოკო, გავრეცხოთ და შევაშროთ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და დავბრაწოთ დაჭრილი სოკო.სოკო რომ ყავისფერ-ოქროსფერ ფერს მიიღებს, ჩავამატოთ ნიორი, ამოვურიოთ და რამდენიმე წამში დავამატოთ ღვინო. ვშუშოთ კიდევ 1-2 წუთი. შემდეგ დავამატოთ ლიმონის ცედრა და კვლავ კარგად ამოვურიოთ. ბოლოს დავამატოთ დაჭრილი ოხრახუში (ან სხვა სასურველი მწვანილი).