ნიგვზის ბაჟე განსხვავებულად
გთავაზობთ ქართული სამზარეულოს სიამაყეს - ბაჟეს განსხვავებული რეცეპტით.
ინგრედიენტები:
გატარებული ნიგოზი - 0.5 ჭიქა
არაჟანი 10% - 0,5 ჭიქა
კამა - პატარა კონა
ზეთი - 2 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ანადუღარი წყალი - 2 ს/კ
მომზადება:
დაჭერით წმინდად მწვანილი, დაუმატეთ ნიგოზი, ზეთი, ანადუღარი წყალი, არაჟანი და მწიკვი დაფქული შავი წიწაკა.
ყველაფერი აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
უხდება ხორცს, თევზს და რა თქმა უნდა, მჭადს.