თეგებით ძიება
27. 04. 2021 COVID - 19

18 წელს ზემოთ ასაკის პირები ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეიდან 18 წელს ზემოთ ასაკის პირების ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას შეძლებენ. მისივე განმარტებით, ვებ-პორტალი საღამოს 20:00 საათზე გაიხსნება:

"ძირითადი თემა იყო "სინოფარმი". გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის გაიხსნება 8 საათზე პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველია არაერთი კვლევა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის "სინოფარმი" უსაფრთხოა," - განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა